Friday, August 5, 2011

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
კოსინუსების თეორემა.
სწავლების საფეხური
მე–3 საფეხური.  მე–10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
10– მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლეები იყენებენ გამზომ ხელსაწყოებს  და სინუსების თეორემის გამოყენებით პოულობენ მიუწვდომელ პუნქტამდე მანძილს, საკმაოდ მაღალი ობიექტის სიმაღლეს
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
კოსინუსების თეორემის შესწავლა. მათემატიკური დებულების გამოყენების უნარის გამომუშავება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
      გაკვეთილის გავლის შედეგად:
1.      მოსწავლე ფლობს და იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმურილების ხერხებ
2.      მოსწავლე პოულობს ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის მანძილს.
წინარე ცოდნა
1.ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში.
2. სინუსების თეორემა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
სახელმძღვანელო, საზომი ხელსაწყოები კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები– 2წთ
  A-ფაზა (გამოწვევა)  –15 წთ მასწავლებელი არიგებს კითხვარებს, რომელშიც არის საშინაო დავალების 2 სავარჯიშო და კითხვები გამეორებიდან რომელიც სჭირდებათ დღევანდელ გაკვეთილში.
 B-ფაზა (შინაარსის რეალიზება) 22–წუთი მასწავლებელი კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით ხსნის ახალ მასალას, რომელშიც აქვს მზა ფორმულები და თეორემები. ამყარებს კავშირს სინუსების და კოსინუსების თეორემებს შორის შემდეგ კი ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით აჩვენა ორი პრაქტიკული ამოცანა– როგორ შეიძლება ხეზე აუსვლელად ხის გაზომვა და მდინარეზე ხიდის სიგრძის დადგენა.
C-ფაზა (გამთლიანება) 6–წთ
მასწავლებელი სვამს კითხვებს ახსნილი აძლევს დავალებას, აფასებს მოსწავლეებს წინასწარ გაცნობილი რუბრიკის საშუალებით





No comments:

Post a Comment